რამზან კადიროვი განცხადებას ავრცელებს, სადაც ვასამბეკ ბოკოვის საქართველოში დაკავებას ეხმაურება

„ეხო მოსკვის“ რედაქცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კადიროვი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის საქართველოში დაკავებას ეხმაურება.

„მედიაში აქტიურად ციტირებენ საქართველოდან შეუმდგარი ჟურნალისტის განცხადებას. ამტკიცებენ, რომ მის წინააღმდეგ იგეგმებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ დაკვეთილი თავდასხმა. სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ არ მაინტერესებს ბედით განაწყენებული ადამიანების იგავები. ისინი მოქნილად ცდილობენ, წარმოაჩინონ საკუთარ თავი საინფორმაციო ველში, თუმცა მათ სულ უფრო ღრმად იწოვს მორევი.

მინდა, მხოლოდ ვთქვა, რომ დღეს ქართული პოლიტიკა ცარიელია ისევე, როგორ უკრაინული. ოდესღაც წარმატებით განვითარებად ქვეყნებს მართავენ ადამიანები, რომლებიც ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დააკავეს დაქირავებული მკვლელი, რომელიც კადიროვის შეკვეთით ქართველ ვაი ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა“, – აცხადებს კადიროვი.

როგორც ჩეჩნეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, „თუ ვინმე მისი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას შეასრულებს“.

„ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ… უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას. ვურჩევ მას, გააკეთოს სწორი დასკვნები და თავისი გონება წესრიგში მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, ის ჩემს მტრად დარჩება.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, თავდასხმის დამკვეთის შესახებ ინფორმაცია გადასცა, მინდა ვურჩიო, სამომავლოდ უფრო სერიოზულად მოიქცეს და არ გაიხადოს თავი საზოგადოების დასაცინი. ასეთი ცნობები მტკიცებულებების ბაზასთან ერთად მაინც გაავრცელეთ. ისედაც, ბოლო წლებია, პიარს მხოლოდ ჩემი სახელის ხარჯზე იკეთებთ. არ გამოგდით საკუთარ ხალხთან მუშაობა, შედეგად პერიოდულად ახსენებთ საკუთარ თავს ჩემი სახელის გამოყენებით. სხვათა შორის, ამ პიარისთვის ჩემს წინაშე ვალში ხართ. გახსოვდეთ ეს!“ – ნათქვამია კადიროვის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად