რამზან კადიროვი: ჩეჩნეთში გეები არ არიან – დიდება ალაჰს! (ვიდეო)

ტელეკომპანია HBO-ს ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია, თუ არა რომ ჩეჩნეთში არატრადიციული სექსულური ორიენტაციის ადამიანებს იტაცებენ და აწამებენ, იჩქერიის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა უპასუხა, რომ ჩეჩნეთში გეები არ არიან.

– მართალია თუ არა, რომ ჩეჩნეთში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს იტაცებენ და აწამებენ? რას იტყოდით ამის თაობაზე…

– ეს სისულელეა! ჩვენთან ასეთი ადამიანები არ არიან. ჩვენ გეები არ გვყავს. თუ არიან, გაგატანთ კანადაში, ალაჰი გვფარავდეს, ჩვენგან შორს იყვნენ… თუ ასეთები არიან, წაიყვანეთ შორს ჩვენგან, რომ სისხლი გაიწმინდოს.

– თქვენ მართლა არ გაწუხებთ, როცა ახალგაზრდა ადამიანების ყვებიან და წერენ, რომ მათ დღეების განმავლობაში აწამებენ… თქვენ ხომ რესპუბლიკაში კანონის დაცვის გარანტი ხართ?

– ისინი ადამიანები არ არიან. წყეულიმც იყვნენ… ვინც ჩვენზე ასეთ ამბებს ყვება, ღვთის წინაშე აგებს პასუხს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...