რამიშვილის და ყიფშიძის ქუჩებზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

ვაკეში შიდა გზების განახლების პროცესი გრძელდება. დაზიანებული გზის საფარის აღდგენა რამიშვილის N2-ის ეზოში მიმდინარეობს, ყიფშიძის N12-14-ის მიმდებარედ კი, ასფალტის ახალი საფარი უკვე დაიგო. ორივე ეზოს ჯამური ფართობი 2 000-ზე მეტ კვ. მეტრს შეადგენს.

მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე დაესწრო.

„გრძელდება ვაკის რაიონში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამუშაოები სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს, ამჟამად კი, ვაკეში ორი შიდა ეზოს მოწესრიგებას ვასრულებთ. ასფალტის საფარი რამიშვილის N2-შიც და ყიფშიძის N12-14-ს მიმდებარედ იყო საკმაოდ დაზიანებული და გადაადგილება არ იყო კომფორტული. ახლა უკვე დაიგო ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ბორდიური. ამ ორი მისამართის გარდა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ვაკის რაიონში დღემდე საგზაო სამუშაოები 30-მდე მისამართზე დაიგეგმა”, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

აღნიშნული ეზოების რეაბილიტაციისთვის ვაკის რაიონის გამგეობისგან 103 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები
იტვირთება...