რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა

რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა, – ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა. პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ იხეილ სააკაშვილი როცა გამოდიოდა ოთახიდან, წაიქცა და საჭირო გახდა საკაცე

კომენტარები
იტვირთება...