რამდენიმე წუთიანმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა

რამდენიმე წუთიანმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, საბუე და შილდა დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაცით, დაზიანდა ერთწლიანი ნათესები.

ასევე, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ორი საცხოვრებელი სახლის ეზო და პირველი სართული. ქარმა კი ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე კაკლის ხეები წააქცია.ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიშაობენ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის ზუსტი ოდენობა სიტუაციის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად