რამდენიმე საათში, კალიფორნიაში, Apple-ის ჭკვიანი ტელეფონების ახალ მოდელების პრეზენტაცია დაიწყება

Apple-ის პრეზენტაცია კალიფორნიაში, საღამოსთვის, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში არის დაგეგმილი.

რამდენიმე საათით ადრე ოფიციალურ პრეზენტაციამდე, რომელიც კალიფორნიაში ჩატარდება, ამერიკული კომპანია Apple-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR-ის აღწერილობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

კომპანიის ახალი მოდელების სახელების გარდა, ინფორმაცია გავრცელდა მოწყობილობების რამდენიმე ახალი მახასიათებლების შესახებ, როგორიც მაგალითად არის ეკრანის ზომა, მეხსიერების მოცულობისა და კორპუსის ფერის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, iPhone XS-ს დიაგონალური დისპლეის ზომა 5,8 დუიმს შეადგენს, iPhone XS Max-ის – 6,5 დუიმს. ჭკვიანი ტელეფონების ახალი მოდელები 64, 256 და 512 გეგაბაიტის მოცულობის მეხსიერებით იქნება აღჭურვილი, ფერები კი ვერცხლისფერი, შავი და ოქროსფერი იქნება.

iPhone XR-ის ეკრანის ზომა 6,1 დუიმი იქნება, მისი ფერები კი – შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, ლურჯი და მარჯნისფერი, ხოლო რაც შეეხება მეხსიერებას – მოცულობა 64 და 256 გეგაბაიტი იქნება.

გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე ხსენებული იყო კომპანიის ჭკვიანი საათები Apple Watch Series 4, რომლებიც სხვადასხვა ფერებში იქნება. მოწყობილობების ეკრანის ზომა კი 40 და 44 მილიმეტრამდეა გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...