“რამდენიმე საათში გადაწყდება, გაიყიდება თუ არა სუპერთასის ბილეთები სალაროებში”

Biletebi.ge-ზე გულშემატკივარი კვლავაც ვერ ახერხებს გამართულად ბილეთების შეძენას.

"აიპრესი" ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებილ უკმაყოფილო გულშემატკივარს ესაუბრა.

მათი განცხადებით, რეზი არველაძე ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრიბილ გულშემატკივარს შეპირდა, რომ განხილულ იქნება მათი მოთხოვნა, ბილეთების სალაროებში გაყიდვის შესახებ და ასევე დასძინა, რომ ამ თემაზე კონსულტაციები უეფასთან მიმდინარეობს და საბოლოო პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

თუმცა ამ დროის განმავლობაში ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში Biletebi.ge-ზე არ გაჩერებულა. ბილეთების რიგში კი წერენ, რომ ბილეთების ონლაინ გაყიდვა დღეს, 21:30 საათზე შეწყდება. თუ რამდენ საათში იქნება უეფას პასუხი ცნობილი, გულშემატკივრის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, არველაძემ არ დააზუსტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...