რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგდა

რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა და ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. დილიდან ადგილზე მძიმე ტექნიკა იყო მობილიზებული და მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.

სოფელ დიზთან კლდოვანი მასა წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო გზა ლოდებით ჩაიხერგა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. აღნიშნულ მონაკვეთზე კლდის ჩამონგრევა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...