რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მთაწმინდის ფერდობზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, შანაე ბრუკის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვნეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისში ტურისტი შანაე ბრუკი გაუჩინარდა,  რომელიც ჩამოვიდა ავსტრალიიდან აქ მუშაობდა რამდენიმე ადგილას ინგლისურენოვან პედაგოგად.

კომენტარები
იტვირთება...