რამდენიმე მძევალმა თავდამსხმელს თავი დააღწია

პარიზის მახლობლად, ქალაქ კოლომბოში, ფოსტის შენობაში აყვანილი მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია გრძელდება. 

Agence France-Presse-ის ცნობით, მძევლების რაოდენობა 3-დან 8 ადამიანამდე იყო. სააგენტო პოლიციის მაღალჩინოსნების ინფორმაციას ეყრდნობა.

რამდენიმე მძევალი თავდამსხმელს გამოექცა. სამართალდამცავები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შეიარაღებულ უცნობ მამაკაცს ამ დროისთვის 2 მძევალი ჰყავს. ფოსტიდან გამოსული მძევლები ამბობენ, რომ თავდამსხმელს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და ხელყუმბარები აქვს. ის გაურკვევლად, დამახინჯებული ფრანგულით საუბრობს. 

ბოლო ინფორმაციით, უკვე იციან თავდამსხმელის ვინაობა. მისი მოთხოვნები ჯერ-ჯერობით უცნობია. ქალაქ კოლომბოს ფოსტის შენობასთან ათობით პოლიციელია მობილიზებული. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ადრე რამდენიმე დანაშაულშია მხილებული. ნასამართლებია წვრილმანი ხულიგნობისთვის. 

ამ დროისთვის განიხილება ძარცვის ვერსია და შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას არ აძლევენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად