რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ინფორმაცია ამის შესახებ “აიპრესს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

37 წლამდე მამაკაცი 4 დღის წინ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები მდინარის ნაპირზე იპოვეს. რის შემდეგაც სამძებრო ოპერაციას იმერეთის მეხანძრე-მაშველებთან ერთად თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მყვინთავები ახორციელებდნენ.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად