რამდენად საკმარისია აზერბაიჯანული გაზი საქართველოსთვის?

NULL

საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი SOCAR Georgia-ს გენერალურ დირექტორ მაჰირ მამედოვს პასუხობს. როგორც ვალიშვილი აცხადებს, ხელშეკრულება SOCAR-თან მოსახლეობის დაკმაყოფილების მიზნით არის გაფორმებული, შესაბამისად, SOCAR-ს აქვს ვალდებულება გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში მოსახლეობისთვის გაზმომარაგება სრულად უზრუნველყოს.

რაც შეეხება კომერციულ გაზს, ვალიშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ბაზარია და ვისაც აქვს იმის რესურსი, რომ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს და თან სათანადო ფასი შესთავაზოს, კომერციულ მომხმარებელს ექნება საშუალება გააკეთოს შესაბამისი, მისთვის სასურველი არჩევანი.

ვალიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს დღიური მოხმარება მამედოვის მიერ დასახელებულ 6.2 მილიონ კუბურ მეტრზე მეტია, რადგან ზამთრის სეზონის დაწყების გამო თბოსადგურებიც ჩაირთო, შედეგად, მოხმარება თანდათანობით 10-11 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

„ჯერ გათბობა არ არის, თბოსადგურები სრულად არ მუშაობენ, შესაბამისად, მოხმარება ეტაპობრივად გაიზრდება”-აცხადებს ვალიშვილი.

მამედოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მიწოდებას. ამით მამედოვმა უპასუხა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება გაზის მოხმარება, რასთან დაკავშირებითაც აზერბაიჯანული მხრიდან მიწოდებული გაზი არასაკმარისია. სწორედ ამის გამო, როგორც კალაძემ ახსნა, ქართული მხარე აპირებს „გაზპრომთან” მოლაპარაკებების წარმოებას გაზის მიწოდების საკითხებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...