რამაზ ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილის 67 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავათა ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

რამაზ ზოიძის მეტოქე ნახევარფინალში ირანელი მოჰამედ რეზა გერაი იყო.

შეხვედრის პირველი პერიოდი ზოიძემ 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ირანელმა 6 ქულა მიითვალა და რამაზ ზოიძე დამარცხდა – 1:6.

ხვალ რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

კომენტარები
იტვირთება...