რამაზ საყვარელიძე: ცხადია, ოპოზიცია იტყვის, რომ კომპენსაციები წინასაარჩევნოდ გაიცა, მას შემპასუხებელი არ ჰყავს

რაც შეეხება იმას, რომ საარჩევნოდ გაკეთდა თუ არა, ოპოზიცია რა თქმა უნდა იტყვის მაგას, რომ საარჩევნოდ გაკეთდაო. იმიტომ, რომ შემპასუხებელი არავინ ჰყავს. მათ შორის ჟურნალისტებიც არ ჩაეკითხებიან ხოლმე, – ამის შესახებ მთავრობის კომპენსაციების საკითხზე “აიპრესს” პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

“დახმარებებს მობილიზაცია უნდა და როგორ უნდა დავეხმაროთ? – ეს არის სხვა ქვეყნებიდან დახმარებების მობილიზაცია, საკუთარი რესურსების მობიზაცია და ა. შ. პრინციპში ალბათ დროს გაწელვაც იქნება.

რაც შეეხება იმას, რომ საარჩევნოდ გაკეთდა თუ არა, ოპოზიცია რა თქმა უნდა იტყვის მაგას, რომ საარჩევნოდ გაკეთდაო. იმიტომ, რომ შემპასუხებელი არავინ ჰყავს. მათ შორის ჟურნალისტებიც არ ჩაეკითხებიან ხოლმე.

საარჩევნოდ ასეთ რამეებს აკეთებს პარტია, რომელსაც უჭირს. რეიტინგით ჯერჯერობით „ქართულ ოცნებას“ არ უჭირს.

რეალური საფუძველი საერთოდ რისი აქვს?! ადრე, როდესაც სხვა რაღაცებს აცხადებდნენ, იქ ჰქონდათ რეალური საფუძველი?! მე მარტო ოპოზიციას არ ვგულისხმობ. პოლიტიკას აქვს ეს თავისებურება, პოლიტიკოსების განცხადებებს აქვს ეს თავისებურება, განსხვავებით აღმასრულებელი ხელისუფლებებისგან”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

შეგახსენებთ, მთავრობა ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ყველას დაურიცხავს, ვინც დარეგისტრირდა, მაგრამ დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა, სკოლის მოსწავლეებს 17 წლამდე 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მისცემს, ოთხი თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში გაზის გადასახადს, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის თანხას გადაუხდის, – ასეთი განცხადება გააკეთა დღეს  მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად