რამაზ საყვარელიძე: პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო პოლიტიკა დისკრედიტაციას განიცდის ჩვენს ახალგაზრდებში

პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო პოლიტიკა დისკრედიტაციას განიცდის ჩვენს ახალგარდებში, – ამის შესახებ პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე “აიპრესთან” საუბრისას აცხადებს კითხვაზე, ხომ არ ახდენს პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა გავლენას ახალგაზრდებზე, კერძოდ კი მათ აგრესიულ ქცევაზე.

“ამ საკითხზე დაფიქრებაა საჭირო ყველას მხრიდან. მაგრამ პოლიტიკოსები როდესაც ზრდილობიანად იქცეოდნენ, ახალგაზრდები მაშინაც ავლენდნენ აგრესიას. თან ყველა ქვეყანაში გამოირჩევიან ახალგაზრდები აგრესიულობით, ეს არის ასაკობრივი მომენტი. თან ყველაფერთან ერთად ჩვენი ახალგაზრდები არ უყურებენ პოლიტიკას. ასე, რომ მეეჭვება, რომ ეს გავლენა გადადიოდეს მათზე.

ჩვენ საზოგადოებაში და მით უფრო ახალგაზრდებში პოლიტიკა განიცდის დისკრედიტაციას აი ამის გამო, რაც თქვენ ახსენეთ. დისკრედიტირებულ სფეროში ახალგაზრდები არ მიდიან. რასაც ხშირად ამბობენ ხოლმე ანალიტიკოსები, რომ ერთი და იგივე სახეებია, ნაწილობრივ იმითაც არის ეს განპირობებული, რომ გული არ მიუწევთ პოლიტიკისკენ, რადგან პოლიტიკოსები იქცევიან ისე, როგორც იქცევიან“, – უთხრა „აიპრესს“ რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, საზოგადოებაში მსჯელობენ იმაზე, რა იწვევს ახალგაზრდებში აგრესიის ჩამოყალიბებას. „აიპრესი“ დაინტერესდა, ხომ არ არის ამ აგრესიის ერთ-ერთი მაგალითი პოლიტიკოსებს შორის აგრესიული დამოკიდებულება, მაშინ როდესაც საინფორმაციო ველი გაჯერებულია პოლიტიკით და ხომ არ ხდება მაპროვოცირებელი ახალგაზრდებში დამოკიდებულება, რომ თუ ზრდილობიანი და წყნარი ხარ დაიჩაგრები. საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს გავიხსენებთ. ამ თემაზე “აიპრესმა” სტატია მოამზადა, რომელშიც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი რამაზ საყვარელიძეც არის.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად