რამაზ საყვარელიძე: “ოცნების” ლიდერების შავგულიძისადმი ბრძოლამ მის წისქვილზე დაასხა წყალი

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებაში ისეთი ნდობა აღარ აქვს როგორც ადრე ჰქონდა და ეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც გამოჩნდა.

საყვარელიძე „აიპრესთან“ საუბრისას ამბობს, რომ შალვა შავგულიძის მეორე ტურში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მას მმართველი გუნდის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, რამაც შავგულიძის წისქვილზე დაასხა წყალი.

„ივანიშვილს ისეთი ნდობა რომ აღარ აქვს, როგორიც ჰქონდა, ამის მაგალითი იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. ივანიშვილმა აღიარა იმ გამოსვლით, რომელიც მას ჰქონდა ტელევიზიაში. როდესაც მან მოსახლეობას სთხოვა მხარდაჭერა, ბოდიშიც მოუხადა და ა. შ. ამ ნაბიჯებმა იმ პერიოდში რაღაც თვალსაზრისით გაამართლა, მაგრამ „ნაციონალებთან“ მოპოვებული ქულები არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს ნდობა მაღალი აქვს და ეს მეხსიერებაში უნდა ჰქონდეს მმართველ გუნდს.

რაც შეეხება შავგულიძის მეორე ტურში გასვლას, შეიძლება ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს ის რა ბრძოლაც გამოუცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შავგულიძეს, რამაც შავგულიძის წისქვილზე დაასხა წყალი“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...