რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილის სიტყვის გატეხვას დასავლელ პარტნიორებთან თავისი გავლენა ექნება

ივანიშვილის სიტყვის გატეხვას დასავლელ პარტნიორებთან თავისი გავლენა ექნება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ “აიპრესს” განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ყველა პარტია ერთად დგას და ყველა ერთის წინააღმდეგ იბრძვის ეს გავლენას იქონიებს უცხოელ პარტნიორებთან თვალსაზრისითაც.

“ეს დამოკიდებულება უდაოდ ახდენს  გავლენას პარტნიორებზე, რომლებიც ნაკლებად ითვლიან იმას, რამდენი კაცი დგას პარტიების უკან. მაგრამ, ის რომ პოლიტიკური სპექტრი ერთ მხარეს არის, ხოლო მმართველი პარტია მეორე მხარეს, ეს მათ დესტაბილიზაციის პირობად მიაჩნიათ. ამ თვალსაზრისით – უცხოელების დამოკიდებულების თვალსაზრისით ასეთი დაყოფა ყველა ერთის წინააღმდეგ რა თქმა უნდა არასასურველია”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კითხვაზე, დასავლელი პარტნიორებზე გავლენას ისიც ხომ არ მოახდენს, რომ პროპორციულზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირება გახმოვანდა საერთაშორისო ტრიბუნებიდან, მათ შორის გაეროს ტრიბუნიდანაც გაჟღერდა და ესეც ხომ არ შექმნის გარკვეულ დაძაბულ ფონს და ამით ხომ არ უნდა აიხსნას ევროკავშირის შეხვედრა? – პოლიტოლოგი პასუხობს:

“სიტყვის გატეხვას რა თქმა უნდა თავის გავლენა ექნება. სიტყვის გატეხვა სახელის გატეხვაა და ნათქვამია, რომ სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო. თანაც ყველასთვის, სახელგატეხილობა მოსახლეობის წინაშე, სახელის გატეხვა ოპოზიციური პარტიების წინაშე და სახელის გატეხვა დასავლელი პარტნიორების წინაშე. ეს გადაედება ხალხსაც და რა დაპირებასაც ქართული ოცნება 2020 წელს გასცემს, იმის მიმართ ნდობა იქნება მინიმალური“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად