რამაზ საყვარელიძე: გახარიას რეიტინგი მესამე ძალის მოლოდინის გამოხატულებაა

გახარიას რეიტინგი მესამე ძალის მოლოდინის გამოხატულებაა, და მის ფიგურაში იკვეთება მესამე ძალა, ყბადაღებული მესამე ძალის ფორმირების შანსით, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ “აიპრესს” IRI-ს კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, გახარიას და კალაძის რეიტინგიც მოსალოდნელი იყო, რადგან ამომრჩეველს არა რიტორიკული პოლიტიკა, არამედ საქმიანი პოლიტიკა აინტერესებს.

“მოსალოდნელი შედეგია მთელი რიგი ფაქტორების გამო და მოსალოდნელი გადაჯგუფებაც არის, რამდენადაც ამომრჩეველს აღარ აინტერესებს რიტორიკული პოლიტიკა და საქმიანი პოლიტიკა აინტერესებს. ორივე ამ ფიგურაზე – გახარიასა და კალაძეზე აქვს მოლოდინი, რომ მათ მოღვაწეობაში საქმე უფრო იქნება, ვიდრე ლაპარაკი.

რაც შეეხება გახარიას წინ წამოწევას ეგ მოსალოდნელი იყო იმ ფონზე, რომ გახარია “ოცნებას” გაემიჯნა, “ნაციონალებისგან” გამიჯნული დიდი ხანია არის და მის ფიგურაში იკვეთება მესამე ძალა, ყბადაღებული მესამე ძალის ფორმირების შანსით. ეს შანსი რა თქმა უნდა მოსახლეობას ყურადღების გარეშე არ დარჩენია და ფაქტობრივად მესამე ძალის მოლოდინის გამოხატულებაა გახარიას რეიტინგი”, – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებში მოსახლეობის დადებითი განწყობით გიორგი გახარია ლიდერობს. მის მიმართ გამოკითხული მოქალაქეების 65%-ს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს. მას მოსდევს კახა კალაძე, რომელსაც მოსახლეობის 65% დადებითად აფასებს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...