რამაზ საყვარელიძე: არჩევნების შედეგი სანდრა რულოვსის გარდა ფაქტობრივად არავის გაუპროტესტებია

ისეთი დარღვევები რომ ყოფილიყო, რაც შედეგზე გავლენას მოახდენდა, ოპოზიციისგან ასეთი თანხმობის სიჩუმე არ იქნებოდა, – ამის შესახებ „აიპრესს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა კითხვაზე, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები.

„თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გვითხრეს, რომ დარღვევები იყო. დარღვევებს ჰქონდა თუ არა ის მასშტაბი და ის სითავხედე, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა, ეგ არის საკითხავი. იმიტომ, რომ რაღაცა ტიპის დარღვევები ყველა არჩევნებზეა ხოლმე. როგორც ჩანს არ ყოფილა ასეთი სახის დარღვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან ასეთი თანხმობის სიჩუმე არ იქნებოდა.

ფაქტობრივად ზუგდიდის არჩევნებში კანდიდატი ვინც იყო სანდრა რულოვსი, შედეგი ფაქტობრივად მას გარდა არავის გაუპროტესტებია. საჩივრების რაოდენობაც არ არის იმ ხასიათის, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე კითხვები გაჩნდეს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...