რაგბის მსოფლიო თასი: საქართველო არგენტინასთან 37:26 დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, მსოფლიო თასის პირველი შეხვედრა, არგენტინის ნაკრებთან 37:26 დათმო და C ქვეჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფება.

უმცროსი ბორჯღალოსნები, მე-5 წუთზე აფრასიძემ საჯარიმო დარტყმით დააწინაურა და წინ გაიყვანა, თუმცა, არგენტინელებმა ზუსტად ერთი წუთში ლელოს დადება მოახერხეს. დაცვის ხაზის შეცდომების წყალობით, მეტოქემ ლელო მე-10 წუთზეც დადო, თუმცა, ვერცერთ შემთხვევაში, მათ ლელოს გარდასახვა ვერ მოახერხეს – 10:3.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში 12-ვე ქულა, საქართველოს ნაკრებს გელა აფრასიძემ მოუტანა და ოთხივეჯერ, საჯარიმო დარტყმით. პირველი ტაიმი არგენტინელებმა 17:12 მოიგეს.

პირველ ტაიმში, არგენტინელთა რიგებიდან, ლელოებით თავი კრემერმა, გონსალესმა და რუიზმა გამოიჩინეს.

მიუხედავად მარცხისა, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, არგენტინის წინააღმდეგ, ურიგოდ არ ითამაშა და ორჯერ ლელოს დადებაც მოახერხა. ლელოს დადება არგენტინელთა ნახევარზე კვესელაძემ და ჭეიშვილმა შეძლეს, ლელოები კი აფრასიძემ და გოგოლაძემ გარდასახეს.

სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, არგენტინელებმა ჯამში, 37 ქულას მოუყარეს თავი. საქართველომ კი 26 ქულის აღება მოახერხა.

ამავე ქვეჯგუფის პირველი დაპირისპირება, სამხრეთ აფრიკასა და საფრანგეთს შორის, ფრედ – 23:23 დასრულდა.

მსოფლიო თასის პირველი სათამაშო დღის შედეგები ასეთია:

A ჯგუფი

ინგლისი – სამოა 74:17

B ჯგუფი

ირლანდია – იტალია – 21:22

ახალი ზელანდია – შოტლანდია – 42:20

C ჯგუფ

სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი – 23:23

არგენტინა – საქართველო – 37:26

პირველი სათამაშო დღის ბოლო დაპირისპირება, ავჭალის სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება. A ჯგუფში, ერთმანეთს ავსტრალია და უელსი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად