რაგბის მსოფლიო თასი: პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო არგენტინასთან 17:12 მარცხდება

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას, ავჭალის სტადიონზე, არგენტინასთან, პირველი ტაიმის შემდეგ, 17:12 აგებს.

ქართველები მე-5 წუთზე აფრასიძემ საჯარიმო დარტყმით დააწინაურა და აღსანიშნავია, რომ ყველა ქულა, პირველ ტაიმში, უმცროს ბორჯღალოსნებს, სწორედ აფრასიძემ, საჯარიმო დარტყმებით მოუტანა.

არგენტინელთა რიგებიდან, ლელოებით თავი კრემერმა, გონსალესმა და რუიზმა გამოიჩინეს. სამი ლელოდან, საქართველოს მეტოქემ, მხოლოდ ერთი ლელოს გარდასახვა მოახერხა.

მსოფლიო თასმა, საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში, სტარტი დღეს აიღო. C ჯგუფში, სადაც საქართველოსთან ერთად საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკაც არიან, პირველი დაპირისპირება, ამ ორ გუნდს შორის, ფრედ – 23:23 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად