რაგბის მსოფლიო კავშირის თავმჯდომარე ქუთაისის მერს მადლობას უხდის

რაგბის მსოფლიო კავშირის თავმჯდომარემ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, ასევე, მერის მოადგილეებს ნოდარ მიქიაშვილს და კონსტანტინე ქავთარაძეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესოდ ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ძვირფასო ბატონო შოთა მურღულია,

მსურს გადაგიხადოთ მადლობა თქვენი უზარმაზარი მხარდაჭერისათვის რაც გამოხატეთ 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში საქართველოში. ტურნირი წარმატებული გამოვიდა სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებით იმ მომსახურებით რაც გაეწიათ გუნდებს , რომელიც იყო ჩატარებული ძალიან მაღალი სტანდარტით.

განსაკუთრებული მადლობა მერის პირველ მოადგილეს ნოდარ მიქიაშვილს და მერის მოადგილეს კონსტანტინე ქავთარაძეს, რომლებიც არ იშურებნდენ ენერგიას და მხარში ედგნენ გუნდებს მთელი ტურნირის განმავლობაში.

ჩვენ მივიღეთ ოფიციალური პასუხები იმ გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობდნენ ტურნირში თქვენს ქალაქში და სიამოვნებით მინდა გაცნობოთ, რომ მათი შეფასება ძალიან პოზიტიურია, განსაკუთრებით გამოხატავენ ადგილობრივი პუბლიკის სითბოს და სტუმართმოყვარეობას.

მე განსაკუთრებით მსიამოვნებს, რომ ქალაქმა ქუთაისმა ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი ტურნირის წარმატებულად ჩატარებაში. მე გაცნობილი ვარ თვენი და თქვენი კოლეგების მაქსიმალურ მცდელობებს რათა ყოველივე წარმატებულად ჩატარებულიყო რამაც გამოიწვია ის, რომ გუნდები, რომლებიც თქვენს ქალაქში იყვნენ მიიღეს თბილი დახვედრა და ყოველივე იყო უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით ორგანიზებული.

ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ტურნირი თქვენს ქალაქში ხელს შეუწყობს რაგბის კიდევ უფრო პოპულარიზებას და განვითარებას, ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ თქვენს ქალაქს ხელეწიფება ჩაატაროს დიდი სპორტული საერთაშორისო შეჯიბრებები".

პატივისცემით,
ბილ ბეაუმონტი," – ნათქვამია რაგბის მსოფლიო კავშირის თავმჯდომარის მიერ ქალაქის მერისათვის გამოგზავნილ წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად