A1 ბანერი

რაგბის კლუბი “ყაზბეგი” საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის  პირველი ადგილის მფლობელი გახდა

რაგბის კლუბი “ყაზბეგი” საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის (მეორე ლიგა), აღმოსავლეთ დივიზიონის პირველი ადგილის მფლობელია.

ტურნირის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, /ყაზბეგმამცხეთისიბერია სპორტუნსსძლია ანგარიშით 36-5 და კონკურენტებისათვის მიუწვდომელი გახდა. გუნდმა ცხრა ბრძოლიდან რვა გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის ორი უშუალო კონკურენტთელავთან“. ერთადერთი მარცხი კი მესამე ადგილოსანდევებთანგასვლით მატჩში იწვნია.

რეგულარული ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, /ყაზბეგიპირველი ლიგის საგზურისათვის ბრძოლას ფლეი-ოფში განაგრძობს, სადაც დასავლეთ საქართველოს მეორე ადგილოსან გუნდს (სავარაუდოდ ჭიათურისიმერეთს“) დაუპირისპირდება.

/ყაზბეგიდებიუტანტია და პირველად მონაწილეობს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში. გუნდის წლევანდელი შედეგი ქართული რაგბის სამყაროში უკვე წარმატებულად და სენსაციურად შეფასდა, ერთი წლის შექმნილი გუნდისაგან სადებიუტო სეზონში პირველობას არავინ ელოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

კომენტარები
იტვირთება...