რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები კვლავ ჩაიშალა. ამჯერად არჩევნების ჩაშლის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად სამი კანდიდატი – ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის. არჩევნები 30 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილე 2 კანდიდატის თხოვნით დღეისთვის გადაიდო.

როდის გაიმართება მომდევნო კენჭისყრა, ჯერ ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად