რაგბის კავშირი საპრეზიდენტო კანდიდატების გარეშე დარჩა

საქართველოს რაგბის კავშირი საპრეზიდენტო კანდიდატების გარეშე დარჩა. რამდენიმე წუთის წინ, გიორგი ნიჟარაძემ განცხადება სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის შესახებ გაავრცელა.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბრის, საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", – წერს გიორგი ნიჟარაძე.

ასევე, რამდენიმე საათის წინ, განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ.

"მივიღე გადაწყვეტილება, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვა დეტალებსა და ინფორმაციას მოგვიანებით მოგახსენებთ", – განაცხადა აბუსერიძემ. 

ამ დღეებში, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად