რაგბის კავშირი: გოჩა სვანიძის გადადგომაზე ოფიციალური განცხადება გამგეობის შეკრების შემდეგ გაკეთდება

რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა სავარაუდოდ დატოვა გოჩა სვანიძემ. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა.

რაგბის კავშირში ინფორმაციას ამ დროისთვის არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

როგორც “აიპრესს” რაგბის კავშირში განუმარტეს, ოფიციალური განცხადება გაკეთდება გამგეობის შეკრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. სავარაუდოდ ეს მოხდება ორშაბათს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად