რაგბი U20: საქართველომ საფრანგეთთან ნოლზე წააგო

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაც წააგო და მიმდინარე ჩემპიონატზე, ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც ქულის მოპოვებაც ვერ შეძლო.

წინა ორი თამაშისგან განსხვავებით, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ამჯერად თამაში ნოლზე წააგეს. ფრანგებმა ქართველებს 54:0 სძლიეს, 11 ქულა აიღეს და C ჯგუფში მეორე პოზიციაზე გავიდნენ. სამხრეთ აფრიკელებმა, მანამდე არგენტინა 14:72 გაანადგურეს და 12 ქულა მოაგროვეს. ფლეი ოფში, ამ ქვეჯგუფიდან სწორედ სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო დაპირისპირება, დღეს ავჭალის სტადიონზე გაიმართება. A ჯგუფში, ლიდერის ვინაობას ინგლისისა და ავსტრალიის შორის გამარჯვებულის ვინაობა გაარკვევს.

აღნიშნული თამაში სტარტს 20:30 საათზე აიღებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...