რაგბი: საქართველო U18 – იტალია U18 (პირდაპირი ეთერი)

დღეს, სამხრეთ პირინეებში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ელიტ დივიზიონის ნახევარფინალებში ერთმანეთს ინგლისი-საფრანგეთი და საქართველო-იტალია (ალბი, საფრანგეთი) დაუპირისპირდებიან.

გათამაშების მეოთხედფინალებში იტალიელმა 18-წლამდელებმა საკმაოდ დაძაბულ მატჩში – რაზეც ანგარიში 14:13 მეტყველებს – შეძლეს უელსის დამარცხება, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კი, არანაკლებ დრამატულ შეხვედრაში, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად შეძლეს ირლანდიის ძლევა. მატჩის ძირითადი დრო, 70 წუთი, ფრედ 8:8 დასრულდა. ამის შემდეგ დაინიშნა ‘შუთ აუთი’ (5–5 დარტყმა მიწიდან), რომელშიც 3/1 ვძლიეთ მოწინააღმდეგეს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამატჩო შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი გოგოლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დათო მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე

შერკინება: 1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე

მარქაფა: 16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელიაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი, 26. სანდრო სვანიძე

საქართველოს რაგბის კავშირი


1/2 FINALE U18 > ELITE > GEORGIE / ITALIE by CMPRUGBY

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად