რაგბი, მსოფლიო თასი, მოკლედ პირველი ტურის შესახებ (ვიდეო)

ხვალ, ტოკიოში, რაგბიში მსოფლიო თასის ჯგუფური ტურნირის პირველი ტური საქართველო-უელსის მატჩით დასრულდება

უკვე გამართული შეხვედრებში სამხრეთ აფრიკელებმა სცადეს ახალ ზელანდიელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დასაწყისში მათ ეს მოახერხეს კიდევაც. ისინი მე-2 წუთზე საჯარიმოდან ზუსტად შესრულებული დარტყმის შემდეგ 3:0 დაწინაურდნენ და 23 წუთამდე ინარჩუნებდნენ ამ ანგარიშს. აქედან მოყოლებული ზუსტად ხუთ წუთში კი ახალზელანდიელებმა ჯარიმა გაიტანეს, ორი ლელო დადეს, ორივეჯერ ზუსტად შეასრულეს გარდასახვა და 17:3 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში სამხრეთ აფრიკელებმა გაიბრძოლეს და ჯერ 48 წთ-ზე ლელო-გარდასახვით, შემდეგ, 59 წთ-ზე კი ზუსტად დარტყმული არეკნიდან მოპოვებული სამი ქულით ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს – 13:17. როგროც აღმოჩნდა, ეს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო. ახალზელანდიელებმა კიდევ ორი საჯარიმო გაიტანეს და 23:17 გაიმარჯვეს, თუმცა, ბონუს ქულის მოპოვების გარეშე.

პირველი ტურის მატჩებიდან განსაკუთრებით საინტერესო და დრამატული საფრანგეთის და არგენტინის გუნდების შეხვედრა გამოდგა. ანგარიში არგენტინელებმ გახსნეს, ტაიმი კი ფრანგებმა 20:3 მოიგეს. მეორე ნახევარში არგენტინამ იბრძოლა და დაწინაურებაც კი მოახერხა – 21:20, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ფრანგებს დარჩათ – 23:21. ფრანგებმა ოთი, არგენტინელებმა კი ბონუს ქულა მიითვალერს.

A ჯგუფი
იაპონია – რუსეთი 30:10
ირლანდია – შოტლანდია 27:3

B ჯგუფი
ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა 23:13
იტალია – ნამიბია 47:22

C ჯგუფი
საფრანგეთი – არგენტინა 23:21
ინგლისი – ტონგა 35:3

D ჯგუფი
ავსტრალია – ფიჯი 39:21

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად