რაგბი, მსოფლიო თასი 2019, საქართველო-ურუგვაი 33:7, ძირითადი მომენტები (ვიდეო)

დღეს, იაპონიაში, მსოფლიო თასის გათამაშების მეორე მატჩში ქართველმა მორაგბეებმა დამაჯერებლად მოუგეს ურუგვაელებს – 33:7.

ბორჭღალოსანთა უპირატესობა შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე გამოიკვეთა და ისინი მე-9 წუთზე ალექსანდრე თოდუას მიერ გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. 30-ე წუთზე ოთარ გიორგაძის დაებულ ლელო თედო აბჟანაძემ გარდასახა ზუსტად და ანგარიში 12:0 გახდა. 33-ე წუთზე ბორჟღალოსანა შეცდომით ისარგებლეს ურუგვაელებმა და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს – 12:7.

გატანილმა ლელომ ურუგვაელებს რწმენა შემატა და მათ ინიციატივა იგდეს ხელს, ქარველმა მორაგბეებმა შეძლეს თავის დაცვა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეხვედრის განახლებისთანავე, 43-ე წუთზე, ლევან ჩილაჩავამ დადო ლელო და თედო აბჟანდაძე კვლავ ზუსტი იყო – 19:7.

51-ე წუთზე ჯაბა ბრეგვაძემ მეოთხე, ბონუსის მომტანი ლელო დადო და თედო აბჟანდაძემ მესამე ზუსტა გარდასახვა შეასრულა – 26:7.

მიმდინარეობდა შეხვედრის 59-ე წუთი, როდესაც გიორგი კვესელაძის მეხუთედ დადო ლელო,ხოლო თედო აბჟანდაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 33:7

სამხრეთ ამერიკელებმა ბრგე ქართველ კაცებს ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა, მეტოქის წინახაზელები მათთვის მეტად ძლიერები აღმოჩნდენ. ქართველების მიერ გატანილი ხუთი ლელოს შემდეგ, ფიჯისთან გამარჯვების მოპოვების გამო ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფი ურუგვაელები, მიწაზე დაეშვნენ, – წერს პორტალი rugbyworldcup.

“მე ძალიან კმაყოფილი ვარ – ეს მშვენიერი მოსაგონარია ჩემი კარიერის. მატჩი ერთ კაცს არ მოუგია, ყველა კარგად თამაშობდა და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ”, – ამბობს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიჩნეული ოთარ გიორგაძე.

D ჯგუფში გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში უელსმა ავსტრალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა -29:25.

ორი ტურის შემდეგ უელსს 9 ქულა აქვს, მერე ადგილზე ავსტრალიელები არიან 6 ქულით, საქართველოს 5 ქულით მესამე ადგილზეა. მეოთხე ადგილზე მყოფ ურუგვაელებს 4 ქულა აქვთ, ხოლო ბოლო, მეხუთე ადგილი 2 ქულით ფიჯელებს უკავიათ.

მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 3 ოქტომბერს ფიჯისთან გამართავენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად