რაგბი, მსოფლიო თასი -2019, ორი ტურის შემდეგ (ვიდეო)

იაპონიაში, მსოფლიო რაგბის თასზე, გუნდებმა ჯგუფებში მეორე ტურის შეხვედრები დაასრულეს

ყველაზე დიდი მოულოდნელობა განვლილი ორი ტურის შემდეგ A ჯგუფში პირველ ადგილზე იაპონელთა ყოფნაა. მასპინძლებმა სასწაული მოახდინეს და არა მხოლოდ შეხვედრის, არამედ ტურნირის ერთი მთავარი ფავორიტი დაამარცხეს. ლიდერობის მიუხედავად, იაპონელთა ჯგუფიდან გასვლა სათუო რჩება. ირლანდიას სამოასთან და რუსეთთან დარჩათ ჩასატარებელი შეხვედრები, შოტლანდიას – რუსეთთან და იაპონიასთან, ხოლო იაპონიას კი – სამოასთან და შოტლანდიასთან და ცხადია, რომ 13 ოქტომბრის იაპონია-შოტლანდიის მატჩში ამ უკანასკნელის გამარჯვების შემთხვევაში, იაპონია პლეი-ოფში ვერ გავა.

A ჯგუფი
იაპონია – 9 ქულა
ირლანდია – 6 ქულა
შოტლანდია – 5 ქულა
სამოა – 5 ქულა
რუსეთი – 0 ქულა

B ჯგუფში მოულოდნელი არაფერი მომხდარა, ზეგ 4 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკა-იტალიის მატჩშიც არ უნდა ველოდოთ სასწაულს

B ჯგუფი
იტალია – 10 ქულა
ახალი ზელანდია – 9 ქულა
სამხრეთ აფრიკა – 5 ქულა
კანადა – 0 ქულა
ნამობია – 0 ქულა

C ჯგუფში არგენტინამ ტონგა დაამარცხა და პლეი ოფში გასვლის მცირეოდენი შანსი შეინარჩუნა. მათი შეხვედრა ინგლისთან 5 ოქტომბერს გაიმართება.

C ჯგუფი
ინგლისი – 10 ქულა
საფრანგეთი – 9 ქულა
არგენტინა – 6 ქულა
ტონგა – 0 ქულა
აშშ – 0 ქულა

D ჯგუფში მეორე ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა გაიმართა. ავსტრალიელებმა ვერ შეძლეს მატჩის პირველი ნახევარში ძლიერ დაწინაურებულ უელსელებთან ჩამორჩენის აღმოფხვრა და დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ავსტრალიელთა მწვრთნელი დაუფარავად გამოთქვამდა აღშფოთებას მსაჯების მიმართ, თვლიდა, რომ ავსტრალიელთა დამარცხებაში მათი წვლილი ძალიან დიდი იყო.

ამ ჯგუფში გამართულ კიდე ერთ შეხვედრაში ურუგვაის დამაჯერებლად სძლია საქართველომ და ხვალ ფიჯის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში მესამე ადგილზე გავა, რაც 2023 წლის მსოფლიო თასზე შესარჩევი ეტაპის გავლის გარეშე მონაწილეობის უფლებას იძლევა.

D ჯგუფი
უელსი – 9 ქულა
ავსტრალია – 6 ქულა
საქართველო – 5 ქულა
ურუგვაი – 4 ქულა
ფიჯი – 2 ქულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად