რაგბი: “ლოკომოტივი” თბილისი – “ფიამე ორო” რომი 47:10

დღეს სარაგბო სტადიონი “ავჭალა” თბილისის “ლოკომოტივის” და რომის ” ფიამე ოროს” მორაგბეებს მასპინძლობდა.

თბილისელთათვის ეს კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი იყო. საქართველოს ჩემპიონებმა მეტოქეს 47:10 სძლიეს და ოთხი თამაშიდან სამი მოგებით გალიდერდნენ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში რომის “ფიამე ორო” თანამემამულეთა გუნდს, “კალვიზანოს” (კალვიზანო კომუნაა ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიაში, ბრეშიის პროვინციაში) მასპინძლობს და თუ ეს უკანასკნელი გდამაცხდება, მაშინ ლოკომოტივი პირველ ადგილს შეინარჩუნებს და კონტინენტის თასის ნახევარფინალში გავა. წინააღმდეგ შემთხვევაში თასისთვის ბრძოლას “კალვიზანო” გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...