რადიო “თავისუფლება” თამარ ბერუჩაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუზე განმარტებებს აკეთებს

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის მიერ 2015 წლის 29 იანვარს, რადიო „თავისუფლებასთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც მინისტრი, რუსეთთან ვაჭრობის დროებით შეჩერებაზე საუბრობს, საქართველოში სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა.  

რის შემდეგ რადიო "თავისუფლებამ" მინისტრთან საუბარი გამოაქვეყნა. დავით კაკაბაძემ, რომელიც რადიო "თავისუფლებას" ქართული რედაქციის ხელმძღვანელია, განაცხადა:

"ეს ცნობა ჩვენ გამოვაქვეყენეთ ახალ ამბებში. ახალი ამბების ჟანრი თავისთავად გამორიცხავს, რამე ინტერპრეტაციას. ჩვენ, მხოლოდ ციტირება მოვახდინეთ იმისა, რაც ბრძანა ქალბატონმა მინისტრმა. ცხადია, რამდენიმე მედიასაშუალებას განმარტება მივეცით და ბევრი გვთხოვს, გამოგვიგზავნეთ აუდიო ჩანაწერიო. ცხადია, ჩვენ ყველას ვერ გავუგზავნით აუდიო ჩანაწერს. იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ  საქართველოს საზოგადოების ცნობისმოყვარეობა. გადავწყვიტეთ, ახლა ინგლისურ ენაზე მოვასმენინოთ ეს ჩანაწერი ყველა მსმენელს. ვინც ინგლისური იცის, თვითონ მიხვდება, რა თქვა ქალბატონმა მინისტრმა და  ვინც არ იცის წაუკითხავთ, რა თქვა ქართულად თარგმანში.

"Now we put on hold this dialogue… trade issues, which doesn’t make any sense" (თამარ ბერუჩაშვილის სიტყვა. ავტ.) 

ციტატა "ახლა დროებით ვაჩერებთ ვაჭრობის საკითხებზე დილოგს. მას აზრი არ აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისევ აამოქმედოს ემბარგო".- ეს იყო რაც განუცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადიო „თავისუფლებას“ ვაშინგტონელ კორესპონდენტს.

კაკაბაძე ამბობს, რომ „რამდენიმე სააგენტომ ამ საკითხზე საუბრისას გაავრცელა სიტყვა "შეწყვეტა".

ჩვენთან საუბარში მინისტრს სიტყვა "შეწყვეტა" არ უხსენებია და არც ჩვენ გვითარგმნია მისი ნათქვამი "შეწყვეტა დიალოგის"

 "Put on Hold"შეჩერება "doesn’t make any sense"აზრი არ აქვს.  ამას ამბობს.

მე ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილეთ ჩვენი  მსმენელის ცნობისმოყვარეობა.

ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ  საგარეო საქმეთა მინისტრი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში, სადაც, თითქოს ბრალს დებს, რადიო "თავისუფლება"-ს კორესპონდენტს მისი ნათქვამის არასწორ ინტერპრეტირებაში, თვითონვე ამბობს, რომ დილოგი დროებით შეჩერებულია.

და, სხვა არც ჩვენ გვითქვამს არაფერი.  ჩვენ გავიმეორეთ ის,  ჩვენ გვითხრა მინისტრმა. ჩემთვის ძალიან ძნელია იმის გაგება, რის გარშოა ატეხილი ეს აჟიოტაში და მითქმა-მოთქმა.“ – აცხადებს კაკაბაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად