რადიკალური დაჯგუფებების მიერ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ხელით აღმართა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსენეს, დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა.

მისი თქმით, მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება.

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – აცხადებს კუჭავა.

კომენტარები
იტვირთება...