რა ზემოქმედებას მოახდენს ელექტრომანქანები ნავთობის ბაზარზე

ტექნოლოგიების განვითარება უწყვეტი პროცესია, შესაბამისად, მოძველებული ტექნიკის  თანამედროვე ალტერნატივის შეძენით ვერავის გაკვირვებას ვერ შევძლებთ.

ასეა დღეს სმარტფონების შემთხვევაში, 70-იან წლებში ფერადი ტელევიზორების, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში ავტომობილების შემთხვევაში. მსგავსი ცვლილებების წინასწარ განჭვრეტა ძალიან რთულია, თუმცა, სიახლეების მსგავსი მიღება/ათვისება უმალვე ხდება.

როგორც ჩანს 21 საუკუნის ოციანი წლები ელექტროენერგიაზე მომუშავე მანაქანების დრო იქნება.

მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ გასულ წელს ელექტრომობილის „ბატარეის“  ღირებულება 35%-ით შემცირდა. Bloomberg-მა ჩაატარა  ელექტრომანქანების ბაზრის კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში ელექტრომანქანების ფასი ბენზინზე მომუშავე მანქანის ღირებულებას გაუტოლდება. ამ ყველაფერს კი ელემენტების გაუფასურება მხოლოდ ხელს უწყობს.

2040 წლისთვის  მსოფლიოში მანქანების 35 პროცენტი ელექტროენერგიაზე იმუშავებს, რომელთა ღირებულებაც, დაახლოებით, 22 ათასი აშშ დოლარი იქნება.

რა ზემოქმედებას მოახდენს ელექტრომანქანები ნავთობის ბაზარზე

მსგავსი მანქანები დღევანდელი მსოფლიო ბაზრის მხოლოდ 0.1 პროცენტს იკავებს. ოპეკი იმედოვნებს რომ ზრდა მხოლოდ 1 პროცენტამდე გაგრძელდება. მსგავს მოსაზრებას იზირებს ConocoPhillips-ის წარმოადგენელი რაიან ლენსი: „ელექტრომანქანები მომავალი 50 წლის განმავლობაში მატერიალურ ზეგავლენას არ მოახდენს“.

მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში Tesla, Chevy, და Nissan ელექტრომანქანების უფრო ნაკლებ ფასში, 30 000 დოლარად გაყიდვას გეგმავს. თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდება, 2020 წლისთვის ზოგიერთი მოდელი უფრო იაფიც ეღირება და ბენზინზე მომუშავე „კოლეგებზე“ უკეთესი შესაძლებლობების მფლობელებიც გახდებიან. საკითხავი ის არის თუ რამდენად შემცირდება ნავთობზე მოთხოვნა მსგავსი ცვლილებბების შედეგად ? და როდის დადგება ნავთობის  შემდეგი კრიზისი ?

თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ რამდენად სწრაფად გაიზრდება გაყიდვები.

შარშან მსოფლიოში ელექტრომანქანების გაყიდვები 60 პროცენტით გაიზარდა. სწორედ იგივე რაოდენობით გეგმავს  Tesla ყოველწლიური გაყიდვების გაზრდას 2020 წლამდე.

რამდენიმე დღის წინ   Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული გამოთვლების მიხედვით 60 პროცენტიანი ზრდის შემთხვევაში 2023 წლამდე ნავთობზე ყოველდღიური მოთხოვნა 2 მილიონი ბარელით შემცირდება. ამის შედეგად კი 2014 წელს მომხდარი ნავთობის კრიზისი გამეორდება.

რა ზემოქმედებას მოახდენს ელექტრომანქანები ნავთობის ბაზარზე

გასათვალისიწინებელია სხვადასხვა ფაქტორებიც: ტექნიკური შედგენილობა, ნავთობის ფასი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ელემენტების ღირებულება. საბენდნიეროდ ამ უკანასკნელის ღირებულება სწორი მიმართულებით მიდის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიის მიღებაა. 2040 წლისთვის ელექტორმანქანები 1 900 ტერავატ/საათ  ელექტროენერგიას გამოიყენებენ. ეს კი შარშან მთელ მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 10 პროცენტია.

ერთი რამ ცხადია, ნავთობის გაუფასურება ელექტრომანქანების გავრცელებას მხოლოდ ხელს უწყობს.

წყარო: BFM

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად