რა ვიცით ფონდ European Endowment for Democracy-ზე, რომელმაც ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა

უკვე ცნობილია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხას ევროკავშირში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ – European Endowment for Democracy გადაიხადა.

ორგანიზაცია 2013 წელს ევროკავშირის (EU) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაფუძნდა, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიას ევროკავშირის სამეზობლოში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლის წევრი საქართველოც გახლავთ. ორგანიზაციის წესდებაში აღნიშნულია, რომ ფონდი მხარს უჭერს მათ, ვისაც ოფიციალურად მხარს ვერ დაუჭერენ სხვა დონორები და ევროკავშირში არსებული ინსტრუმენტები.

ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს ვროპარლამენტარი ანა ფოტეგა თავმჯდომარეობს.

ფონდის მმართველი საბჭო შედგება 43 წევრისგან, რომლის წევრებიც არიან ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, გალერ მიშელი და სხვები.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

“დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა.

გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...