რა უქმდება და რა შეზღუდვა რჩება 23 მაისიდან – გიორგი გახარიას განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმ შეზღდუვებზე ისაუბრა, რომელიც 23 მაისიდან ქვეყანაში უქმდება.

რა შეზღუდვები უქმდება საქართველოში 23 მაისიდან:

23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება.

ამასთნავე, 23 მაისიდან საქართველოში  გაუქმდება კომენდანტის საათი

ავტომობილში სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება ყველა საავტომობილო საშუალებაზე, ტაქსების გარდა

ამასთანავე, პრემიერის განმარტებით, რჩება შემდეგი სახის შეზღუდვები:

საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე

რესტორნები ადგილზე კლიენტს ვერ მოემსახურებიან

მოლები დახურული იქნება;

სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული იქნება.

საკარანტინე რეჟიმი კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ორ სოფელში დარჩება – მუშევანსა და გეტაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად