“რა უნდა მექნა? სოფელი დამეტოვებინა და კერა გამეციებინა?”-65 წლის ფერმერის ისტორია სოფელ ცაიშიდან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში თუ ადრე თერმული წლებით იყო განთქმული და ბალნეოლოგიურ კურორტად იწოდება, ახლა სათბურების სოფლად იქცა. ბუნებრივი ცხელი წყლის სასათბურედ გამოყენება, ჯერ კიდევ 25 წლის წინ, ერთ-ერთმა ცაიშელმა გენო ასათიანმა დაიწყო, რომელსაც სოფელში ფოლანდიური ნესვის სათბური აქვს.

ცაიშშის მკვიდრი 65 წლის გენო ასათიანი პროფესიით ინჟინერია. ამბობს რომ რუსეთიდან დაბრუნებულმა სამსახური პრეოფესიით ვერ იშოვა და გადაწყვიტა სათბური გაეშენებინა. ჯერ კიტრი და პომიდორი მოყავდა. ამჯერად ნესვი მოჰყავს. პირველად შარშან დათესა, თუმცა ცოტა დაგვიანებით, რის გამოც შედარებით მწირი მოსავალი მოიწია. წელს მარტში ჰოლანდიური ჯიშის თესლი მოსინჯა, რომელიც ამბობს, რომ წინას გემოთი და სხვა თვისებებითაც ჯობია და ჯამში მინიმუმ 15, მაქსიმუმ კი 20 ტონა ნესვს ელოდება.

„ რა უნდა მექნა ? სოფელი დამეტოვებინა და კერა გამეციებინა ? რაღაც შემოსავლის წყარო ხომ უნდა მქონოდა?! ხოდა ავდექი და სოფლის მეურნეობით დავკავდი. წელს 1 500 ძირი მაქვს. ქიმიურ სასუქებს არ ვხმარობ. მარტო ორგანულ სასუქებს ვიყენებ. ამით ვჯობივართ ყველას. შესაბამისად პროდუქტი ნატურალურია. დაახლოებით ერთი თვეა ორ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე ვაბარებ. მყიდველები აქეთაც მოდიან. კილო თავიდან 5 ლარი ღირდა, ახლა საშუალოდ 3-4 ლარია. ჩემი ნესვის უპირატესობა უკვე გიტხარით, არის ის, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ნესვს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ვრწყავ ჩვეულებრივ, როცა თვალით შევატყობ, რომ მცენარე წყალს ითხოვს. თუმცა არა იმ ოდენობით და სიხშირით, როგორც სხვა მცენარეებს. ვსხლავს, მწერებისგან შეწამვლასაც ვახდენ,”-აცხადებს გენო ასათიანი.

მისი თქმით, შრომის გარეშე არაფერი გამოვა. დარწმუნებულია, ნორმალური გარჯა შედეგს ყოველთვის მოიტანს. დღეს სათბურებში დასაქმებული ექვსი ადამიანი ჰყავს. მისი ბიზნესწამოწყება სხვა თანასოფლელებისთვის მოტივაციად იქცა.

“სოფელში სათბური პირველმა გავაშენე. როცა მოსავალი ბევრი იყო და მარტო ვერ ვუმკლავდებოდი, მეზობლები დავასაქმე, მათაც ჩემსავით შრომა არ ეზარებოდათ. ახლა მშვიდად არიან, არც კუთხის დატოვება უწევთ და შემოსავალიც სტაბილური აქვთ,”-აღნიშნა მან.

როგორც ფერმერი ამბობს, მას და ყველა ფერმერს სახელმწიფო პროგრამები ძალიან ეხმარება და მოტივაციას უმაღლებს.

“სახელმწიფო პროგრამები ძალიან გვეხმარება. რომ არა ხელისუფლების მხარდაჭერა ამ კუთხით, არამგონია ეს შედეგი მქონოდა,”- ამბობს ცაიშის მკვიდრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...