რა წესების დაცვა იქნება აუცილებელი ტრანსპორტში 29 მაისიდან – მერის განმარტება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, 29 მაისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა, საზოგადოებას, ის წესები გააცნო, რომლის დაცვაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას აუცილებელია.

მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან ამუშავდება. საზოგადოებამ კი აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე საზოგადოებრვი ტრანსპორტით სარგებლობისას. აღნიშნული წესი გაკონტროლდება და მოქალაქეები ტრანსპორტში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში არ იქნება ჩართული კონდიციონერი და აუცილებელი იქნება, რომ ღია იყოს ფანჯრები.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში არ იქნება ჩართული კონდიციონერი და აუცილებელი იქნება, რომ ღია იყოს ფანჯრები. მისივე თქმით, “მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ჰაერი ისედაც ნიავდება”

შეგახსენებთ,  რომ დედაქალაქის მეტროპოლიტენი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 30 მარტიდან გაჩერებული იყო. 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა.

29 მაისიდან,  კი გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად