რა ტიპის ნაღმით შეიძლება აეფეთქებინათ იური ვაზაგაშვილი? – ექსპერტის კომენტარი

ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე მომუშავე ექსპერტ – ბალისტიკოსმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილი ქარხნული წარმოების საბრძოლო დანიშნულების ნაღმმა იმსხვერპლა. მისივე თქმით მიმდინარეობს მოდელის დადგენა . ზაზა ალთუნაშვილის განცხადების კომენტირება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ რედაქტორს“ ირაკლი ალადაშვილს ვთხოვეთ.

ირაკლი ალადაშვილმა ქარხნული წარმოების საბრძოლო ნაღმების 5 შესაძლო ვარიანტი ჩამოგვითვალა: 1. ეს შეიძლება ყოფილიყო ხელყუმბარა, 2. შეიძლება იყოს ნაღმი – აფეთქების მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ სავარაუდოდ ქვეითსაწინააღმდეგო, 3. შეიძლება ყოფილიყო დივერსიულ ოპერაციებში გამოსაყენებლი ნაღმი, რომელსაც ძირითადად სპეცდანიშნულების დანაყოფები იყენებენ შესაბამის ოპერაციებში, 4. შესაძლებელია საქმე გვქონდეს ჭურვთან (მცირე კალიბრის, რადგან, ისევ ვიმეორებ, აფეთქების რადიუსი დიდი არაა) და ბოლოს, 5.  ნაღმსატყორცნის ნაღმი“ – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ჩამონათვალიდან თითეულის შოვნა საქართველოში არ ჭირს: „აფხაზეთში ომს რომ თავი გავანებოთ, ბოლო ომში იმდენი იქნა დაკარგული და მიმოფანტული, რომ მსგავსი შეიარაღების პოვნა საქართველოში ძალიან ადვილია. “

მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას სპეციალური წვრთნა ჭირდება თუ ის ჯარისკაცის საერთო მომზადების კურსში შედის?

– დამნაღმველს დანაღმვა – განაღმვის გამოცდილება უნდა ჰქონოდა, ამას შესაბამისი ცოდნის გარეშე ვერ გააკეთებ. ნაღმის სახეობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მოხდა ნაღმის ინიცირება. აქ სამი შესაძლო ვარიანტია: 1. მექანიკური, 2. ტაიმერით და მესამე დისტანციური. მეორე ვარიანტი შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რადგან ძნელი დასაგეგმი იქნებოდა ვაზაგაშვილის გადაადგილების გათვლა. რჩება პირველი და მესამე – მექანიკური შეხებით და რადიოპულტით აფეთქება, ბოლო შემთხვევაში იყო ვიღაც, რომელიც იური ვაზაგაშვილის ყარაფილაში გადაადგილებას აკვირდებოდა.

– როგორ ფიქრობ ამ აფეთქების ორგანიზებას ერთი ადამიანი შეძლებდა?

– რომ მოინდომოს ერთი ადმიანიც მოახერხებდა, მაგრამ უფრო ლოგიკური იქნება, თუ ადმიანების ჯგუფზე ვისაუბრებთ…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად