რა სიმპტომები ახასიათებს კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ანთების სინდრომს?! – ივანე ჩხაიძის განმარტება

რა სიმპტომები ახასიათებს კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ანთების სინდრომს? – ამ საკითხზე “რუსთავი 2”-ის ეთერში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

კითხვაზე, ჯანდაცვის სამინისტროში ისაუბრეს, რომ ბავშვებში გამოვლენილია კოვიდთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომის 60-მდე შემთხვევა და რა სიმპტომებზეა საუბარი? – ჩხაიძე ასე პასუხობს:

“ეს არის კორონავირუსის გადატანის შემდეგ მულტისისტემური ანთების სინდრომი. ის 60 პაციენტიდან, რაც იყო დასახელებული ქვეყანაში, 45 მკურნალობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ჩვენ 2 ნოემბერს მივიღეთ პირველი პაციენტი ამ სინდრომით და ბოლო კვირების განმავლობაში, იმ პიკიდან გამომდინარე, რაც დაფიქსირდა 2020 წლის ბოლოს, ამ შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურია. ყოველ დღე ერთი პაციენტი მომართავს ჩვენს კლინიკას, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სინდრომი, რომელიც ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან. მათ შორის, უსიმპტომო კორონავირუსის გადატანიდან 3-4 კვირის შემდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულად გამოვლინებას, მულტისისტემური ანთების სინდრომი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ის პრობლემა, რომელიც შეეხება რამდენიმე ორგანოსა და სისტემას ბავშვის ორგანიზმში. წამყვანი და ძირითადი ნიშანი ეს არის ცხელება, რომელიც უნდა იყოს 38 გრადუსზე მეტი და ხშირ შემთხვევაში, ცხელების ხანგრძლივობა არის 3-4 დღე და უფრო მეტი. ცხელებასთან ერთად, უნდა აღინიშნოს აუცილებლად ორზე მეტი ორგანოს ჩართვა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის საჭიროებას ხედავს და მას თავად აუცილებლად ჩაიტარებს, ხოლო ბავშვები ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად