რა სიახლეებით ხვდება ზამთრის კურორტები ახალ სეზონს

საქართველოს  მთის კურორტები გუდაური, ბაკურიანი (დიდველი) და გოდერძის სათხილამურო კურორტები მზად არის ტურისტების მისაღებად.  გოდერძის სათხილამურო კურორტი წელს პირველად გაიხსნა. 

როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ მიაჩნიათ, გოდერძის სათხილამურო კურორტს დიდი პოტენციალი აქვს.

„სასრიალო ტრასის სიგრძე 8 კილომეტრია, კურორტზე არის ორი სახის საბაგირო გონდოლას და ბაბლის ტიპის. ასევე არის 6 კოტეჯი და 2 სასტუმრო კურორტს ამ ეტაპზე შეუძლია 150 დამსვენებლის მიღება. გუდაურსა და ბაკურიანში (დიდველი)  გეგმიური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ყველაფერი მწყობრშია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დამსვენებლის მოლოდინში ვართ“, – აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.

რომელი მთის კურორტი ხვდება ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით და რა პროექტები განხორციელდა იქ, ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ გვიპასუხეს.

„წელს დაიწყო კოხტა-მიტარბის პროექტი.  რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ახორციელებს. კერძო სექტორის სახით წარმოდგენილია GRDC ჰოლდინგი. პროექტის ღირებულება 118 მილიონი ლარია. სახელმწიფოს მთავრობამ 48 მილიონი ლარი გამოყო ამისათვის, კერძო სექტორმა კი 70 მილიონი ლარი.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ბაკურიანში  კოხტის მთაზე ახორციელებს ახალი საბაგიროს მონტაჟს შუალედური სადგურით.

საბაგიროების მშენებლობას ახორციელებს სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია – „დოპელმაიერი“. ტრასის საერთო სიგრძე 4 კილომეტრი იქნება. სამუშაოების 90 % დასრულებულია , კოხტის სათხილამურო სეზონი 27 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება .კოხტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება მიტარბს, დაბა მიტარბის მშენებლობა დაიწყება 2016 წლის დასაწყისში და დასრულდება 2016 წლის ბოლოს . მიტარბის მთაზე  დამონტაჟდება ორი საბაგირო და ერთი საჩოჩიალო, მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 300 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა. სასტუმროები, აპარტოტელები კვებისა და გასართო ობიექტები“.

ამ ეტაპზე გოდერძის სათხილამურო კურორტი ძალიან აქტიურია. რაც შეეხება გუდაურს და ბაკურიანს (დიდველს ) 13 დეკემბრიდან  გაიხსნება სეზონი. კოხტა კი 27 დეკემბრიდან გაიხსნება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...