რა შეზღუდვები წესდება დღეიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სამი სახის შეზღუდვა წესდება:

ტრენინგებსა და კონფერენციებზე დამსწრე პირებს PCR ტესტირების გაკეთება მოუწევთ.

ასევე დღეიდან იზღუდება იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

კომენტარები
იტვირთება...