რა ახალი რეგულაციები უნდა გაითვალისწინონ ბინის, აპარტამენტის, სასტუმროს გაქირავებისას მეპატრონეებმა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ტურიზმის სექტორი, ზაფხულის ტურისტულ სეზონს არაერთი სავალდებულო რეკომენდაციით შეხვდა.

იმ ფონზე, როდესაც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2)გამოწვეულ ინფექციასთან(COVID-19)დაკავშირებული სავალდებულო რეკომენდაციები არაერთი მიმართულებით გაიცა, ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად კითხვები გაჩნდა კერძო სექტორშიც. კერძო სექტორის წარმომადგენლები ინტერესდებიან, თუ რა რეკომენდაციების დაცვაა საჭირო იმისთვის რომ შეძლონ საცხოვრებელი ფართის გაქირავება, აუცილებელია თუ არა რაიმე ლიცენზიის მოპოვება, რომლის საშუალებითაც საცხოვრებელი ფართის გაქირავებას შეძლებენ ტურისტებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ის რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც, ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციამ სამუშაო სივრცეში უნდა განახორციელოს გარკვეული სახის ღონისძიებები. ამასთან, ბინებისა და აპარტამენტების შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ისეთი რეკომენდაციები, როგორიც არის 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება, სტუმრის მიღების (check in) და გასვლის (checkout) დისტანციური სისტემის დანერგვა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების ჩამონათვალში ვკუთხულობთ:

ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებებია:ერთიან შესასვლელთან, უზრუნველყავით თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;

უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2- საათში ერთხელ ყველა იმ ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად შეხება უწევთ სასტუმროს ვიზიტორებს ან სივრცეში მყოფ პირებს (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები);სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

ობიექტზე უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი

უზრუნველყავით დღეში რამდენჯერმე სასტუმროს სივრცეში არსებული დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება;

დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება

საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ მოხდეს მისი დეზინფექცია ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;

სასტუმროს პერსონალი და ვიზიტორები უზრუნველყავით სათანადო კოლექტიური დაცვის საშუალებებით:

დეზობარიერი – შენობის შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

დამცავი გამჭვირვალე ბარიერები – თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში (მიმღებში);

დასაქმებულთა და სტუმართათვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.

აპარტამენტები და ბინები:

რეკომენდირებულია სტუმრის მიღების (check in) და გასვლის (checkout) დისტანციური სისტემის დანერგვა;

სტუმრის გასვლის (checkout) შემდეგ, ოთახების დალაგება განხორციელდეს შემდეგი პრინციპით -დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, (მაგალითად, საწოლის სახელურები, ტუმბო საწოლის გვერდით) და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი (საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი) ზედაპირების დასუფთავებასადა აუცილებელი წესით დეზინფექციას.

დეტალური ინფორმაცია, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის იხილეთ აქ: ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად