რა პოზიცია აქვს ივანიშვილს უზენაესის მოსამართლეების კანდიდატებზე-დეპუტატები კითხვას თავს არიდებენ

რა პოზიცია აქვს “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით? – ამ კითხვით მიმართა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსის” წამყვანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ლევან გოგიჩაიშვილს, რომელმაც კითხვას პასუხი არ გასცა.

“ხომ გეუბნებით, რათ გვინდა საკითხის პარლამენტიდან გატანა-მეთქი. ეს საკითხი პარლამენტშია გადასაწყვეტი და ჩემთვის მნიშვნელოვანია 150 კაცი რას ფიქრობს და ეს არის რეალური მოცემულობა. შესაბამისად დავაკვირდეთ მოცემულობას. მესმის თქვენი ინტერესი. თქვენ ადგილას მეც იგივე კითხვებს დავსვამდი, მაგრამ ჩემთვის მოცემულობაა ის, პარლამენტში მოხდება თუ არა საკმარისი ხმების დაგროვება იმისთვის, რომ ეს ავბედითი სია გახდეს რეალობა. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ ამ ქვეყანას ეს რეალობა არ დაუდგეს”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...