რა ხდება COVID19-ისგან განკურნების შემდეგ – პაციენტები ამბობენ რომ უჭირთ სუნთქვა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება აქვთ

ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ლუსი გაჰანი კოვიდ-19-ით დაავადდა და მისი ცხოვრება ჯერ კიდევ არ გახდა ისეთი, როგორიც იყო მანამდე.

გაჰანმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ვერ შეძლო სამსახურში დაბრუნება.

დაავადება იწვევს იმას, რასაც ის ”ქარიშხლებს” უწოდებს, ასევე აფერხებს პერიოდს, აქვს სუნთქვის უკმარისობა, ხელებსა და ფეხებში დაბუჟებას გრძნობს, ხოლო გულისცემა მარტივი დავალებებისგან იოლად უჩქარდება.

”მაისსა და ივნისში ძლივს ვლაპარაკობდი, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი”, – თქვა მან. მანამ, სანამ იგი დაინფიცირდებოდა, კვირაში სამჯერ დარბოდა და იოგას რეგულარულად მისდევდა.

“ახლა კი, მხოლოდ ოთახის კუთხემდე შემიძლია მივიდე. სირბილს რაც შეეხება, საერთოდ არ ვიცი, ამას თუკი შევძლებ ოდესმე”, – ამბობს იგი.

იგი მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანიდან, ვისთვისაც კოვიდ-19 ქრონიკული მდგომარეობა გახდა. ”მე კლინიკური ფსიქოლოგი ვარ და ვიცი, რომ ეს მდგომარეობა არ არის შფოთვით გამოწვეული”, – ამბობს გაჰანი.

 

Covid-19-ით საავადმყოფოებში მოთავსებული მრავალი ადამიანი არის რისკის ქვეშ, რომ გახდეს “გრძელვადიანი გადამზიდავი”

“Covid-19-ით ჰოსპიტალიზებულთა დაახლოებით სამი-მეოთხედი შეიძლება გახდეს გრძელვადიანი გადამზიდავი”, – ნათქვამია ნაშრომში, რომელიც აიტვირთა სერვერზე medRxiv.

დიდი ბრიტანეთის North Bristol NHS Trust-ის აკადემიური რესპირატორული განყოფილების მკვლევარებმა შეისწავლეს კოვიდ-19-ით ინფიცირებული 110 პაციენტი, რომელთაც მკურნალობდნენ საავადმყოფოებში ხუთი დღის განმავლობაში.

საავადმყოფოდან გაწერიდან 12 კვირის შემდეგ, 74%-ს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება და გამუდმებული გადადაღლილობის შეგრძნება.

ამ სიმპტომების მიუხედავად, კვლევაში მონაწილე 110 პაციენტიდან 104-ის სისხლის ანალიზებმა ნორმალური შედეგი აჩვენა, მხოლოდ 12%-ს ჰქონდა გულმკერდის რენტგენის არადამაკმაყოფილებელი შედეგები, ხოლო 10%-ს ფილტვების შეზღუდული ფუნქციონირება გამოუვლინდათ.

”კლასიკური შემთხვევა, რასაც ჩვენ ძირითადად ვხვდებით, ყოველთვის არ ასახავს რეალობას. იმ პაციენტებიდან, რომლებსაც მე ვიკვლევდი, ბევრი კვლავ უჩივის ხველას, სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მწვავე გადადაღლილობას”, – თქვა დოქტორ მაილან კინგ ჰანმა, პულმონოლოგმა და მიჩიგანის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა.

 

გრძელვადიანი გადამზიდავები და დისტონია

Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტზე ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია იმის გარკვევა, თუ რამდენი სიმპტომია გამოწვეული გულ-ფილტვების დაზიანების შედეგად და რამდენი სიმპტომია უფრო ღრმა ნევროლოგიური დაზიანებით, რასაც იწვევს კორონავირუსი, – ამბობს ნოა გრინსპანი, ნიუ-იორკში მცხოვრები ფიზიოთერაპევტი და Pulmonary Wellness Foundation-ის დამაარსებელი.

ფიზიკური ან რესპირატორული თერაპიის დაწყებამდე ის ითხოვს, რომ ყველა პაციენტმა გაიაროს სრული მკურნალობის კურსი ექიმთან, რათა გამორიცხოს გულის ცუდი მდგომარეობა, ინსულტი ან ფილტვების სისხლძარღვების ემბოლია თერაპიის დაწყებამდე.

ზოგიერთი პაციენტის სიმპტომები მსუბუქია, მაგრამ არსებობენ სხვებიც, უდიდეს ჯგუფი, ესენი არიან “გრძელვადიანი გადამზიდავები”.

გრძელვადიანი გადამზიდავების ძირითადი ტენდენცია, რომელთანაც გრინსპენი მუშაობს, არის მდგომარეობა, სახელწოდებით დისტონია, მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს არასწორ კომუნიკაციას ვეგეტატიურ ნერვულ სისტემასა და დანარჩენ სხეულს შორის.

ავტონომიური ნერვული სისტემა არეგულირებს სხეულის ავტომატურ ფუნქციებს, როგორიცაა სუნთქვა, ძილი და საჭმლის მონელება. როდესაც ის არ მუშაობს, სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, ეს დამოკიდებულია ადამიანზე.

გაჰანს და სხვებს, რომლებსაც კოვიდ -19-ის ხანგრძლივი სიმპტომები აქვთ, ექმნებათ მდგომარეობა, რომელსაც უწოდებენ პოსტულარული ორთოსტატიკური ტაქიკარდიის სინდრომს, რაც გულისხმობს გულისცემის მკვეთრ ზრდას, რაც ხდება გადაადგილებისას. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა.

”მათი გულისცემა 50-დან 75-მდე იზრდება, თუკი ისინი წყლის დასასხმელად წამოდგებიან. მათ აქვთ სწრაფი გულისცემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ისინი რეალურად აკეთებენ, რაც არ შეესაბამება მათ დატვირთვას.” – ამბობს გრინსპენი.

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ ენტონი ფაუჩის თანახმად, ბევრი პაციენტი ავლენს ნევროლოგიურ სიმპტომებს, მიალგიურ ენცეფალომიელიტს/ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.

 

ბევრისთვის ფილტვების დაზიანება არ არის ყველაზე დიდი პრობლემა

მრავალი პაციენტი გრძნობს, რომ სამედიცინო სისტემა მათ ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის შედეგებმა მთელი მათი ცხოვრება დაანგრია.

კორი კუპერსმიტმა, 36 წლის ფიტნეს კონსულტანტმა ლას-ვეგასში, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვერ შეძლო მუშაობის გაგრძელება. ის მუდმივად განიცდის სხვადასხვა სიმპტომს, თუმცა სამედიცინო სპეციალისტებთან ვიზიტის და ლაბორატორიული ტესტების შემდეგ, ყველაფერზე ნორმალური შედეგი ჰქონდა.

მაგრამ როდესაც მან საბოლოოდ იმუნოლოგს მიაკითხა, ტესტებმა აჩვენა იმუნური უჯრედების პათოლოგიურად დაბალი ფუნქციონირება, მათ შორის T უჯრედებსა და B უჯრედებზე. იმუნოლოგმა მას აგრეთვე უთხრა, რომ მისი სისხლის ტესტის პასუხები ჰგავდა შიდსით ინფიცირებული ადამიანის სისხლის ანალიზის პასუხებს.

კუპერსმიტი შესანიშნავ ფორმაში იყო, როდესაც იგი თებერვალში Covid-19-ით დაინფიცირდა. ახლა კი, როდესაც ის შუაღამისას, საჭირო ოთახში შესასვლელად დგება, მისი გულისცემა შესაძლოა 200-მდე ავიდეს.

კუპერსმიტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც კოვიდს გადაურჩა და ახლა ცდილობს, გააცნობიეროს, თუ რატომ გრძნობს თავს ასე სუნთქვისას, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვების ფუნქციონირება შესანიშნავი აქვს.

პაციენტები იმედოვნებენ, რომ მათმა ისტორიებმა შესაძლოა აზრი შეაცვლევინოს მათ, ვინც აპირებს, რომ წავიდეს სამოგზაუროდ, წვეულებაზე, ან რაიმე ისეთ ღონისძიებაზე, სადაც ადამიანთა დიდი ჯგუფი იქნება შეკრებილი. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ არ გამოჩნდება ვაქცინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად