რა ითვლება კოვიდინფიცირებულთან კონტაქტად?! – პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე “ტვ პირველის” ეთერში განმარტავს რა ითვლება კოვიდინფიცირებულთან კონტაქტად.

“კონტაქტი არის ინფიცირებულთან 15 წუთი და მეტი ერთ მეტრ და ნაკლებ მანძილზე ურთიერთობა ნიღბის გარეშე. ეს ითვლება კონტაქტად. ვისაც არ ჰქონია 15 წუთი და მეტი 1 მეტრ და ნაკლებ მანძილზე ურთიერთობა და ნიღაბი ვისაც ეკეთა, ის არ ითვლება კონტაქტად. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რადგან ბევრი უკმაყოფილიოა, რომ მე არავინ მომაკითხაო.

მეორე, ნიღაბი უნდა გვეკეთოს და დისტანცია დავიცვათ. სულ ერთია მერე სად ვიქნებით. გინდა ქუჩაში ვიყოთ, გინდა მაღაზიაში, გინდა არჩევნებზე რომ მივალთ, თუ ნიღაბი გვექნება და დისტანციას დავიცავთ, ეს პიკები, საშინელებები და ისინი აღარ იქნება. კორონა რა თქმა უნდა არ გაქრება, მაგრამ იქნება ძალიან თანაბრად”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად