რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს ბათუმში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმი კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. 
ღონისძებები დღის 12 :00 საათზე ანბანის კოშკთან დაიწყება. კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს მხარეს, ცაში გაიშვება სხვადასხვა სახის მოხატული ფრანები და 40-80 კვ. მეტრის მოცულობის საქართველოსა და ლიტვის დროშები. 
სანახაობა ანბანის კოშკთან 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურილი ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება.
 
15:00 საათზე ბათუმის ხელოვნების მუზეუმი ავსტრიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 23 ავსტრიელი მხატვრის 50 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ნამუშევრები. ასევე, პლენერის ფარგლებში შექმნილი სამხატვრო სკოლის  მოსწავლეების ნამუშევრები. პლენერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაციის“ ფარგლებში ხორციელდება.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძებები 16:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში  გაგრძელდება, სადაც დამატებითი სივრცე- გალერეა გაიხსნება . დამთვალიერებელი თანამედროვე ქართული მხატვრობის გამოფენას იხილავს. 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად