რა გეგმა აქვს “მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატს ე. წ. ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ ე. წ. ელიავას ბაზრობა მტკვარს უნდა დაუკავშირდეს. იქ უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი გახდეს.

ეს განცხადება “მესმაე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატმა თამარ კეკენაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. მან ასევე თქვა, რომ ეს იდეა გრძელვადიან გეგმაში, რადგან ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე განთავსებული მცირე ბიზნესი არ დაზიანდეს.

_ ე. წ. ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით რა გეგმა გაქვთ?

_ მნიშვნელოვანია ის, როგორ მოვახერხოთ ამ ნაწილის დაკავშირება მტკვართან, რათა მდინარის პოტენციალის გამოყენება შევძლოთ. მათ შორის ტურისტული მიზნებისთვის. მოხდეს ამ ტერიტორიის დაკავშირება მტკვართან ხიდებით თუ სხვა საშუალებებით, ისე როგორც ევროპის ქალაქებშია და რაც ყველას ძალიან მოგვწონს.

თუმცა, ეს არის გრძელვადიანი პროექტი, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ დაზიანდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესები, რომელიც განთავსებულია ე. წ. ელიავას ბაზრობაზე. ამას სჭირდება სპეციალისტებთან ერთად დამატებითი შესწავლა თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრობის ეტაპობრივად გადატანა სხვა ადგილას და ამ ტერიტორიის დაკავშირება მტკვართან.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...