რა განათლება და კვალიფიკაცია აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ეკა ტიკარაძეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა, რომელიც დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა.

“აიპრესი” გთავაზობთ, რა კვალიფიკაცია აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო განათლება თბილისში აქვს მიღებული, ექიმის კვალიფიკაციით.

ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით კვალიფიკაცია ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს გავლილი.

2007-2008 წლებში ის გერმანიაში ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში სწავლობდა, 2015-2016 წლებში კი, გერმანიაში მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულებას ეუფლებოდა.

2016 – 2019 წლებში ეკატერინე ტიკარაძემ კვალიფიკაცია ავსტრიაში, ვენის დანუბეს უნივერსიტეტში აიმაღლა. მისი სამუშაო გამოცდილება სრულად ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება.

2006-2008 წლებში ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში, ნიურნბერგში, ფონდის „სტომატოლოგები საზღვრებს გარეშე“ პროექტის განვითარების მენეჯერი იყო. 2008-2013 წლებში შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში“ მუშაობდა.

2015 წლიდან დღემდე – „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ეკატერინე ტიკარაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ჯანდაცვის ახლამ მინისტრმა წარგდენის შემდეგ განაცხადა:

„გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვღელავ. ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და დავით სერგეენკოს რეკომენდაციისთვის.

ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა.

ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტების უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას”.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძის წარდგენას, მისი წინამორბედი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, სადაც აღნიშნა: მე გავუწიე რეკომენდაცია ეკა ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად